საქართველო
რუათავის გზატკეცილი
კომპანიის შესახებ
კომპანია აი-სი-ი-ეს ICES (Industrial Construction Engineering Solutions) ერთ-ერთი წარმატებული სამშენებლო კომპანიაა საქართველოში, რომელიც საქმიანობას ეწევა 2007 წლიდან. საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: სამაცივრე, სასაწყობო, საწარმოო შენობები, ალკოჰოლური სასმელების, ხილის წვენების ქარხნების, სასაქონლო ფერმებისა და მინერალური წყლების ქარხნების მშენებლობები. ჩვენი კომპანია იყო პირველი საქართველოში, რომელმაც დაიწყო, მაშინდელი დროისთვის ინოვაციური, პოლიურეთანის სამშენებლო პანელის წარმოება. 2015 წელს ჩვენი ორგანიზაციის მიერ დაფუძნდა კომპანია "პანექსი",რომელიც ერთადერთია საქართველოში ვინც აწარმოებს პოლიურეთანის სენდვიჩ-პანელს, რომელიც ძირითადი მასალაა მსუბუქი ინდუსტრიული შენობების ასაგებად.
სხვა ტიპის ინდუსტრიული შენობების პროექტირება, დიზაინის და ტექნოლოგიების შერჩევა, მშენებლობა და სრულყოფილი აღჭურვა.
თავისი საქმიანობის მანძილზე კომპანიას განხორციელებული აქვს სხვადასხვა მოცულობის და პროფილის ასობით პროექტი. ჩვენი კომპანიის წარმატებული საქმიანობის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი ხარისხიან მასალებთან და ინოვაციურ ტექნოლოგიებთან ერთად არის ის გუნდი, რომელიც ჩართულია პროდუქტის შექმნის სხვადასხვა ეტაპში. კომპანია ორიენტირებულია სამუშაოების მაღალხარისხიან და სწრაფ შესრულებაზე, რასაც აღწევს გამოცდილი და კვალიფიციური ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის მუშაობის ხარჯზე.