• საქართველო

    რუათავის გზატკეცილი

  • g.pataraia@ices.ge

    მოგვწერეთ

დაგვირეკეთ

+995 551 00 24 00

ICES Image

მშენებლობა - ადამიანის მოღვაწეობის ერთ-ერთი სფეროა, რომელშიც ახალი ტექნოლოგიები და მშენებლობის ინოვაციური მიდგომები სწრაფად იკიდებს ფეხს. ამ ბლოკში ჩვენ შევარჩიეთ რამოდენიმე ინოვაციური პროექტი და მიდგომა, რომლებიც ჩვენი აზრის იმსახურებს ყურადღების მიქცევას.

იაპონია: "ჰაერში მოლივლივე"" შენობები

კეთილი, ეს სახლები არ განიცდიან ლივიტაციას მაღალ სიმაღლეებზე, მაგრამ მათ აქვთ შესაძლებლობა, ზედაპირიდან ჰაერში რამდენიმე სანტიმეტრით აიწიონ და თავიდან აიცილონ მიწის ძვრის ძემოქმედებით გამოწვეული დაზიანნებები. ამ პოზიციის შენარჩუნება მათ მიწის ძვრის დასრულებამდე შეუძლიათ.

რთული მისახვედრი არ არის, რომ ა ტექნოლოგიის შემუშავება იაპონიაში მოხდა, თანაც წინა ათწლეულში. თუმცა, აღმავალი მზის ქვეყანაში ამ გამოგონებას ყურადღება მიაქციეს მხოლოდ 2011 წლის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ.

სისტემა, რომელიც მოიფიქრა კონსტრუქტორულმა კომპანია Air Danshin Systems Inc.-მ, გულისხმობს მძლავრი საჰაერო ბალიშის გამოყენებას, რომელიც სახლს საშუალებას აძლევს საჭირო დროით მიწის ზედაპირიდან აიწიოს შენობა-ნაგებობა. ძალიან მგრძნობიარე ვიბრაციების დეტექტორი, საშუალებას იძლევა სეისმური აქტივობის დაწყებამდე გააქტიუროს ზემოთ აღნიშნული ტექნოლოგია. ის სიგნალს აქზავნის, რომელიც ააქტიურებს საჰაერო კომპრესორს. თავის მხრივ, კომპრესორს რამოდენიმე წამი ჭირდება იმისთვის, რომ ჰაერით დატომბოს სპეციალური ბალიშები. ეს ბალიშები განთავსებულია სახლსა და სახლის ფუნდამენტს შორის. ბალიშები სიმაღლეშ რამდენიმე სანტიმეტრია, თუმცა ეს სიმაღლე სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ მნიშვნელოვნად შეამციროს მიწის ძვრის შედეგად მიყენებული დაზიანების სიდიდე. მიწის ძვრის ბიძგების დასრულების შემდეგ შენობა ეშვება სპეციალურ ჩარჩოზე, რომელიც სახლის ფუნდამენტის პერიმეტრზეა განთავსებული. ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით იაპონიაში უკვე რამოდენიმე ასეული სახლია აშენებული.

"ჰაერში მოლივლივე" სახლების ტექნოლოგიით უკვე დაინტერესდნენ სხვა აზიური ქვეყნებიც, რომლებიც იაპონიის მსგავსად იმყოფებიან ხშირი სეისმური აქტივობების ზონაში.

ICES Image

აშშ: ელასტიური, თვითაღდგენადი ბეტონი

ამ პროდუქტის შემქმნელებმა, მისი შექმნის იდეა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ბუნებისგან გადაიღეს. კერძოდ კი - ზღვის ლოკოკინის ნიჟარისგან, რომელსაც აქვს რეგენერაციის და ნიჟარის აღდგენის და ზრდის შესაძლებლობა. მიჩიგანის უნივერსიტეტის სწავლულებმა ვიქტორ ლიმ და ინცზი იანმა მიზნად დაისახეს შეექმნათ ისეთი ბეტონი, რომელიც შეძლებდა დამოუკიდებლად "განეკურნა" თავის გარსში წარმოქმნილი ბზარები. ამ ბზარების წარმოქმნის ბუნება შეიძლება იყოს სხვა და სხვა ფაქტორი, როგორიცაა მაგალითად მიწისძვრა.

მას შემდეგ რაც გამომგონებლები ჩამოყალიბდნენ ბეტონის ნარევის საბოლოო შემადგენლობაზე, ახალმა პროდუქტმა გამოავლინა მართლაც და უნიკალური თვისებები. ბეტონის მზა ფილაზე, გაჭიმვითი და გრეხვითი ზემოქმედების შედეგად წარმოქმნილ 5% ბზარების ბადე, არა მხოლოდ გამთელდა, არამედ ბეტონის ფილამ დაიბრუნა პირვადელი ფორმა და სახეც. ჩვეულებრივი ბეტონი ამგვარი ზემოქმედების შედეგად, უბრალოდ ნამსხვრევებად იქცეოდა.

ინოვაციურ ბეტოს ფორმის და სტრუქტურის აღდგენაში წყალი ეხმარება. წყალდათ რამდენიმე დღიანი კონტაქტში შესვლის შედეგად, ბეტონის შედის რეაქციაში მინერალებთან და ბეტონში არსებულ სხვა დანამატებებთან. ასევე შედის რეაქციაში ნახშიროჟანგთან, რომესაც იღებს ატმოსფეროდან. ამ რეაქციების შედეგად, ბეტონზე არსებული ბზარების კალცის კარბონატით შევსება ხდება. ამ გზით აღდგენილი ბეტონის ფილის სიმკვრივე არანაირად არ მცირდება.

ინოვატორების თავიანთი ინოვაციური პროდუქტის გამოყენებას გეგმავენ როგორც სახლების მშენებლობაში, ასევე საგზაო და განსაკუთრებით ხიდების მშენებლობაში. მაგალითისთვის ამ ბეტონით მოხდა ხიდის მშენებლობა მათ მშობლიურ ქალაქში. ხიდს არ გააჩნია გადაბმის ადგილები და მანქანები მასზე აბსოლიტურად უხმოდ გადადიან. ამ თვისებების მსგავსი ბეტონის გამოყენება მოხდა იაპონიაში, ქალაქ ოსაკაში 60 სართულიან ცათამრჯენის მშენებლობის დროს.

ICES Image

კანადა: 18 სართულიანი ხის საერთო საცხოვრებელი კორპუსი

კანადის უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის შესახლების პერიოდში ეს იყო მსოფლიოში უდიდესი ხის ნაგებობა. მისი მშენებლობა განხორციელდა ნეკერჩხლის განივი კვეთით დამზადებული ხის მასალისგან. ეს მასალა თავისი სიმტკიცით აღემატება ფოლადს და საკმაოდ მედეგია ცეცხლის მიმართ.

ICES Image

53 მეტრის სიმაღლის შენობამ, რომელმაც მიიღო მეტსახელი Brock Commons, დააპროექტა და ააშენა კანადურმა არქიტექტურულმა კომპანიამ Acton Ostry. როგორც ამ კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ხის მასალა, რომელიც გამოყენებული იყო ან შენობის აშენების დროს, სრულად ბიტანეთის კოლუმბიის ტყეებში იქნა მოპოვებული. მშენებლობის პროცესი, თუ არ ჩავთვლით შიდა მოსაპირკეთებელ სამუშაოებს, რეკორდულად მოკლე პერიოდში, 70 დღეში ჩაეტია. საერთო საცხოვრებელი გათვლია 400 სტუდენტზე, რომლების უკვე ცხოვრობენკიდეც ამ საერთო საცხოვრებელში.

ICES Image

სამართლიანობიდან გამომდინარე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ნეკერჩხლის განივი ფიცარი CLT (cross- laminated timber) არ წარმოადგენს სამშენებლო ინდუსტრიაში ინოვაციურ პროდუქტს. ბაზარზე ის ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში გამოჩნდა. ამ მასალის მრავალრიცხოვანი ფენები დაწებებულია ერთმანეთზე იმგვარად, რომ წინა ფენის ბოჭკოები მომდევნო ფნის პერპენდიკულარულად არის დალაგებული, რაც მასალას ძალიან დიდ სიმტკიცეს ანიჭებს და ამავდროულად ასეთი ტექნოლოგიით დამზადებული დაფების წარმოება ფაქტიურად უდანაკარგოა.

ICES Image

ნიდერლანდები: ზღვის მარილისგან დამზადებული სამშენებლო ბლოკები

მშენებლობა მარილით, რომელიც სხვა და სხვა ხალხურ თქმულებებში ნახსნებია, როგორც უშედეგო ქმედებები და მცდელობები, ჰოლანდიელმა არქიტექტორმა ერიკ ჯობესმა გადაწყვიტა პრაქტიკულად შეემოწმებინა. მან შექმნა ტექნოლოგია, რომელიც შესაძლებლობას იძლევა მივიღოთ მარილის ბლოკები ზღვის წყლის გამოყენებით.

მზის ენერგიის გამოყენებით მარილის გამოყოფა ხდება ოკეანის წყლისგან და შემდგომში მას ერევა სახამებელი. სახამებელს თავის მხრივ ზღვის წყალმცენარეებისგან გამოყოფენ. შედეგად ვიღებთ აგურის მსგავს ფილებს, რომელთაც გააჩნიათ კუმშვადობის დროს მაღალი სიმკვრივე. ამ სახის ბლოკებისგან აშენებულ შენობა-ნაგებობებს ფარავენ სპეციალური დამცავი ზედაპირით, რომელიც ეპოქსიდის ფისისგან არის დამზადებული და ასეთი დაცვის შემდეგ ამ ბლოკებს არანაირი ტენის აღარ ეშინიათ.

ერიკ ჯობსი ხაზს უსმევს იმ გარემოებას, რომ მშრალ ქვეყნებში, მშენებლობის ეს ტექნოლოგია ყველაზე ოპტიმალურია. პირველი პატარა ქალაქი, რომელიც სრულად ასეთი ბლოკებით აშენდება, იქნება ყატარში.

ICES Image

ჩინეთი: ჰორიზონტალური ცათამბჯენი Conservatory

იტვირთება...

კარგი დიზაინის შემთხვევაში, ფორმების მიუხედავად, ფუნქციონალურობა ყოველთვის უპირველესია, მაგრამ ის არ უნდა თრგინავდეს ემოციებს

Giorgio Saporiti, Creative Mind