• საქართველო

    რუათავის გზატკეცილი

  • levan.m@ices.ge

    მოგვწერეთ

დაგვირეკეთ

+995 577 525 401

ICES Image

უარი თქვან ყოველდღიურ რუტინაზე და გაცვალეთ ეს იზოლირებულ გარემოზე - ბევრს გწვევიათ ალბად მსგავსი სურვილები. ჩვენ შევაგროვეთ მსოფლიოში ყველაზე მეტად იზოლირებული სახლები, რომელთა მოსახლეობას ქალაქის ხმაური ან მეზობლები არ აწუხებს. ასეთი ცხოვრების წესის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთებისას, უნდა გვახსოვდეს, რომ თქვენ ვერ შეძლებთ სწრაფად წასვლას მაღაზიაში.

1. Crystal Mill (წისქვილის კრისტალი)/კოლორადო, აშშ

მდინარე კრისტალზე მაღლა მდებარე გლენვუდის სპრინგსა და ასპენს შორის მდებარე შენობა, კოლორადოს შტატში, მაგისტრალის 82-ე მიდამოებში. წარსულში ქისქვილი, რომელიც აშენდა 1892 წელს მაღაროელთა საჭიროებისთვის, ჰიდროელექტროსადგურის ფუნქციას ასრულებდა. მაღარო რომ დაიხურა, ჰიდროელექტრო სადგური მიტოვებული იქნა. კრისტალზე შეგიძლიათ მოხვდეთ მხოლოდ ზაფხულსა და შემოდგომაზე, სასურველია მაღალი გამავლობის მანქანით.

ICES Image

2. სახლი კუნძულ ელიდაზე / ისლანდია

ელიდა მცირე არქიპელაგის ნაწილია ისლანდიის სამხრეთ სანაპიროზე. თავდაპირველად მონადირეების ჯგუფმა ააშენა და ეს სახლი მკვეთრად შემოსაზღვრულ კულძულზე, რომელიც მუდმივად უმოწყალო წარების გარემოცვაშია.

ICES Image

ICES Image

3. Wordie House/ზამთრის კუნძული, ანტარქტიდა

ყოფილი ბრიტანული სამეცნიერო ბაზა, რომელიც აშენდა 4-5 მკვლევარის დასახლებისთვის, სამშენებლო მასალებში გამოყენებული იქნა 40-იანი წლების ბოლოს მიტოვებული ვეშაპებზე მონადირეთა სადგური. შიგნით არის ცალკე სამზარეულო-მისაღები ოთახი, ოფისი, ძაღლების ოთახი, გენერატორების ოთახი და ტუალეტი.

ICES Image

4. Eremo di San Colombano/ტრენტინო ალტო ადიჟე, იტალია

მერვე საუკუნის იტალიური მონასტერი არ არის ყველაზე რთულად მისადგომი შენობა, მაგრამ მისი ადგილმდებარეობა კლდის შიგნით და ქვაზე გამოკვეთილი კიბე 102 საფეხურით, რომელიც უნდა გადალახოს მონასტერში მოსახვედრათ, შექმნის იმ გარემოს, სადაც ძნელად თუ ვიმნე დაარღვევს თქვენს განმარტოებას.

ICES Image

ICES Image

5. სახლები ფარერის კუნძულებზე / ფარერის კუნძულები

ხავსითა და ბალახით დაფარული ნაგებობები ფარერის კუნძულების კლდეებზე მდებარეობს, რომლებიც ნორვეგიასა და ისლანდიას შორის შუა ნაწილში მდებარეობს. ასეთ სახლებში ადგილობრივი მოსახლე ცხოვრობს. ისინი იზოლირებულად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ იმიტომ, რომ ფარერებში მდებარეობს: მანძილი ისლანდიამდე 450 კმ, ნორვეგიამდე - 675 კმ, კოპენჰაგენამდე - 1117 კმ.

ICES Image

ICES Image

6. Long Studio/ფოგოს კუნძული, კანადა

გრძელი, ვიწრო, განცალკევებული სამალავი, რომელიც ტალღების მსგავს კლდეზე, ტალღოვანი კლდეების თავზე არის განთავსებული და მდებარეობს ჩრდილოეთ ატლანტის შეუდარებელ ხედებით მდიოდარე ადგილას. ამ დროისთვის ეს არის მხატვრის სტუდია და გულწრფელად რომ გითხრათ, ძნელი წარმოსადგენია შემოქმედებისთვის მეტად ინსპირაციული საცხოვრებელი.

ICES Image

ICES Image

7. Katskhi Pillar (კაცხის სვეტი)/საქართველო

კაცხის სვეტი — კირქვის სვეტისებრი დენუდაციური „მოწმე“ — შთენილი კლდე იმერეთის მხარეში ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხში, მდინარეების კაცხურისა (ყვირილის მარჯვენა შენაკადი) და ღვითორის (ბუჯის მარცხენა შენაკადი) წყალგამყოფზე. ცამდე აწვდენილი მონასტერი, სადაც შესაძლებელია მოხვდეთ მხოლოდ რკინის კიბის მეშვეობით. ეკლესიის და განდეგილების საცხოვრებლის გარდა აქ არის ღვინის მარანიც.

ICES Image

ICES Image

8. კლიფ ჰაუსი/ავსტრალია

გასაოცარი სახლი ჯერ კიდევ კონცეფციის ეტაპზეა, მაგრამ თავისი სითამამის გამო ჩვენს სიაში იმსახურებს ადგილს. შიგნით კლდიდან ჩამოკიდებული სტრუქტურა საკმაოდ შეესაბამება ტრადიციული საცხოვრებლის იდეას: მისაღები ოთახი ზემოთ, საძინებლები დაბლა და ღია სახურავის ტერასის ნაცვლად, ქვედა დონეზე არის დახურული შუშის ტერასა და კლდის განსაცვიფრებელი ხედები.

ICES Image

9. House of Stone (ქვის სახლი)/Guimarães, პორტუგალია

აშენდა 1974 წელს, ფაფის მთებში, ოთხ გიგანტურ ლოდს შორის, ამ შენობასთან ჯერ კიდევ არ არის დაკავშირებული ელექტროენერგია, ამიტომ სანთლები ერთადერთი გზაა განათებისთვის, ასე რომ, ვარსკვლავური ცის მზერას არაფერი შეუშლის ხელს.

ICES Image

10. როკ ჰაუსი / სერბეთი

ეს პატარა სახლი, რომელიც მდინარე დრინას შუაგულში მდებარეობს, პირველად 60-იანი წლების ბოლოს აშენდა ბიჭების ჯგუფის მიერ, რომლებიც მას ზაფხულის კლუბად იყენებდნენ. იგი რამდენჯერმე გაანადგურა წყალდიდობამ, მაგრამ მას მუდმივად აღადგენენ.

ICES Image

11. Solvay Hut/ზერმატი, შვეიცარია

მთის ქოხი, 13000 მეტრზე მეტ სიმაღლეზე, ერთ – ერთი ყველაზე მაღალია რეგიონში. აშენდა 1915 წელს. ის ელოდება ყველაზე გაბედულ მოგზაურებს, რომლებიც გაბედავენ ასვლას ჩრდილო-აღმოსავლეთ მატერჰორნის ქედზე.

ICES Image

ICES Image

12. ვილა ბელზა / ბიარიცი, საფრანგეთი

ფრანგმა ბიზნესმენმა რაინდმა ააშენა მეუღლისთვის საჩუქრად 1800-იან წლებში, ამ ციხესიმაგრემ, რომელიც კლდეში მდებარეობს, მრავალი ცვლილება განიცადა, რუსული კაბარეებიდან დაწყებული, მე -20 საუკუნის დასაწყისში კონცერტების გამართვის ადგილამდე დამთავრებული. ის გადაურჩა რამდენიმე ხანძარსა და უამრავ ქარიშხალს.

ICES Image

კარგი დიზაინის შემთხვევაში, ფორმების მიუხედავად, ფუნქციონალურობა ყოველთვის უპირველესია, მაგრამ ის არ უნდა თრგინავდეს ემოციებს

Giorgio Saporiti, Creative Mind