• საქართველო

    რუათავის გზატკეცილი

  • g.pataraia@ices.ge

    მოგვწერეთ

დაგვირეკეთ

+995 551 00 24 00

ICES Image

"დარჩი სახლში" მოწოდების ფარგლებში გადავწყვიტეთ შემოგვეთავაზებინა რუბრიკა მიმართულებით - "რითი დავკავდეთ სახლში" და "ბავშვის ოთახის მოწტობა". იმედი გვაქვს ჩვენი მასტერ კლასი ამ მიმართულებით საინტერესო და სასარგებლო იქნება თქვენთვის. გთავაზობთ ამ რუბრიკის III ნაწილს.

ძველი ჩემოდნის მეორე სიცოცხლე

ბავშვიან ოჯახში, როგორც წესი, მწვავედ დგას საკითხი თუ სად შეიძლება სათამაშოების შენახვა. თუ თქვენ გაქვთ მსგავსი პრობლემა, გთავაზობთ გააკეთოთ ლამაზი ყუთი ძველი ჩემოდნის გამოყენებით.

ICES Image

მოვამზადოთ შემდეგი მასალები:

  • ჩემოდანი;
  • პატარა ზომის ფეხები – 4 ცალი;
  • აკრილის გრუნტი;
  • ლაკი;
  • თხელი ღრუბელი ("გუბკა");
  • ნაჭერი;
  • მაკრატელი;
  • საღებავი;
  • ფუნჯი;
  • პვა-ს წებო;
  • სახაზავი.

ICES Image

ICES Image

მოვაცილოთ ყველაფერი ჩემოდნიდან და გავწმინდოთ მტვრისგან. დავატანოთ გრუნტის ორი შრე. შემდეგ შევღებოთ გარე ნაწილი და ბოლოები.

ICES Image

დაველოდოთ ჩემოდნის სრულ გაშრობას.

ICES Image

ავიღოთ ზომები და მოვჭრათ ჩემოდნის შესაბამისი ზომის პარალონი. შევკეროთ ერთმანეთზე ნაჭერი, რომელიც ავირჩიეთ ჩასაფენად და პარალონი.

ICES Image

გამზადებული ჩასაფენი ჩავაფინოთ ჩემოდანში და დავაწებოთ პვა-ს წებოს მეშვეობით.

ICES Image

ჩემოდნის სახურავზე, აკრილის საღებავებით, შეგვიძლია დავხატოთ ნებისმიერი მარტივი ნახატი, მაგალითად ყვავილები. იმისთვის, რომ ნაკეთობა შეეხამებოდეს დეკორს, უმჯობესია ავირჩიოთ საღებავის ნეიტრალური ფერები.

ICES Image

დაიტანეთ ჩემოდანზე ლაკი და დავტოვოთ სრულ გაშრობამდე.

ICES Image

ვაკეთებთ ჩემოდანში ნახვრეტებს და ვამაგრებთ მასში ფეხებს, იმგვარად, რომ ისინი მყარად იყვნენ დაფიქსირებულები.

ICES Image

სურვილის შემთხვევაში ის შეგვიძლია დამატებითი დეკორის მეშვეობით კიდე უფრო გავალამაზოთ.

ICES Image

ჩემოდნისგან ასევე შეგვიძლია გავაკეთოთ ლამაზი თოჯინას სახლი, რომელზეც ოცნებობს ნებისმიერო გოგონა

ICES Image

მოვამზადოთ შემდეგი მასალები:

  • ჩემოდანი;
  • ცარცი;
  • ფიქალის საღებავი;
  • ფუნჯი;
  • აკრილის საღებავი;
  • მაკრატელი;
  • პარკეტის ლაკი;
  • მუყაოს ქაღალდი;
  • საკანცელარიო დანა.

ICES Image

შევღებოთ ჩემოდნის შიდა მხარე აკრილის თეთრი ფერის საღებავით. იმისთვის, რომ ფერი მაქსიმალურად მკვეთრი იყოს, შევასრულოთ ეს პროცედურა ორჯერ. საღებავის სრული გაშრობის შემდეგ დავფაროთ იგი პარკეტის ლაკით.

ICES Image

ჩემოდანი გარედან შევღებოთ გრაფიტის საღებავით.

ICES Image

ICES Image

ICES Image

თოჯინების მომავალი სახლისთვის, სქელი მუყაოს ქაღალდისგან გამოვჭრათ თაროები.

ICES Image

თაროები ჩავამაგროთ ჩემოდანში.

ICES Image

გარედან, ცარცით მოვხატოთ სახლის ფასადი. თუ ნახატში რამე არ მოგვექონა, ნებისმიერ დროს შეგვიძლია ნახატი სველი ღრუბელით წავშალოთ და დავხატოთ ხელახლა!

ICES Image

ICES Image

შევავსოთ ჩვენი ჩემოდანი სხვადა სხვა სათამაშოებით და თოჯინების მსუბუქი ავეჯით.

ICES Image

კარგი დიზაინის შემთხვევაში, ფორმების მიუხედავად, ფუნქციონალურობა ყოველთვის უპირველესია, მაგრამ ის არ უნდა თრგინავდეს ემოციებს

Giorgio Saporiti, Creative Mind