• საქართველო

    რუათავის გზატკეცილი

  • levan.m@ices.ge

    მოგვწერეთ

დაგვირეკეთ

+995 577 525 401

ICES Image

საყრდენი კოჭების მონტაჭი

ჰორიზონტალური საყრდენების, ვერტიკალური სადგარების და ზედა გადებული სტრაფილის კოჭისთვის შესაძლებელია გამოვიყენოთ 50×150 მილიმეტრის ფორმატის ხის კოჭები. ქვემოთა ელემენტი ანკერებით უნდა გამაგრდეს, ბეტონის საფარს და ხეს შორის გამოვიყენოთ ჰიდროიზოლაცია. ყველა მიმაგრება ხორციელდება გვედრულად გაშვებული ლურსმებით. სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია ასევე გამოვიყენოთ რკინის კუთხოვნები. საყრენი კოჭების ზომების გამოთვლა შეგვიძლია თუ სახლის სიგრძეს გამოვაკლებთ მის სიგანეს, მიებული სიდიდე ელემენტის სიგრძეს განსაზღვრავს. გამოთვლა საჭიროა იმისთვის, რომ სახურავის ოთხივე განობი თანაბარი იყოს.

სტრაპილების მონტაჟი

ეს, სტრაპილური სისტემის მშენებლობის ყველაზე რთული ეტაპია. სისტემა მჭიდროდ შეკრული გამოვა, სტრაპილის სადგარს უკეთდება სპეციალური ჩანახერხები, რომლების ებჯინება მაურეტს. ამ მდგომარეობაში ისინი კედლებს გაშლის ნაცვლად ერთმანეთს უფრო მჭიდროდ აერთებენ. ასეთი სტრაფილების სისტემა ბევრად უფრო მდგრადი და საიმედო გამოდის.

ნაბიჯი 1. დიაგონალური სტრაფილების მონტაჟი. მათი დამზადებისთვის გამოიყენება ხის მასალა ზომებით: 50×150 მმ. თუ მასალის სიგრძე არ არის საკმარისი, მათი გადაბმა შესაძლებელია. გადაერთების განხორციელების დროს მკაცრად უნდა იქნას დაცული გადამბის რეკომენდაციები, გადაბმის ადგილებში კი აუცილებელია მომავალში საყრდენების ჩამატება. გადაბმის ადგილის აღცევის დროს უნდა გავითვალისწინოთ საყრდენის ჩამატების ადგილმდებარეობის შერჩევის მომენტიც. შეამოწმეთ, რომ ოთხივე ელემენტი თანაბარი კუთხით იყოს დამონტაჟებული. თუ კუთხე ცოტათია განსხვავებული ამის გამოსწორება მარტივად სოლების დახმარებით შეგვიძლია.

ICES Image

ნაბიჯი 2. შეუდექით ჩვეულებრივი სტრაფილების მონტაჟს. საყრდენ ადგილებზე უნდა გამოიხერხოს სახრდენი სიბრტყეები, ზემო დაბოლოება მაგრდება ძირითად გრძივ სტრაფილთან.

ICES Image

ICES Image

ICES Image

ICES Image

ყველა შეერთება დაამაგრეთ სამი, განსხვავებული კუთხით გაშვებული ლურსმებით. ორი ლურსმანი ჭედდება თითო გვერდიდან, მესამე ლურსმანი გადის ზემოთა წიბოში.

ICES Image

ICES Image

დამატებითი სიმტკიცისთვის სტრაფილები გაამაგრეთ მეტალის კუთხოვნებით. არ არის აუცილებელი ხის სახრახნების გამოყენება. გაცილებით მოხერხებულის ლურსმების გაშვება. ეს კონსტრუქციის სიმყარეზე არანაირად არ იმოქმედებს, რადგან ისინი მუშაობენ დაწაჩვაზე და არა ამოგდებაზე.

ICES Image

ICES Image

ICES Image

სტროპილები ვერტიკალურად უნდა განთავსდეს. თავდაპირველად მონტაჟჟდება ორი საწყისი ფეხი, ყურედღებით მოწმდება მათი მდებარეობა. ყველაფერი ნორმის ფარგლებშია - დაჭიმეთ მათ შორის თოკი და ამ თოკის გასწვრის დაიწყეთ დანარჩენი ელემენტების მონტაჟი.

ICES Image

ICES Image

ნაბიჯი 3. ჩაასწორეთ სტრაფილების საყრდენი ფეხების სიგრძე სახურავის კარნიზის მიმართ. ნიშნულების გაკეთება სასურველია ფერად ფხვნილში ამოვლებული სანიშნი ზონარით. ზედმეტი ელემენტების ჩამოჭრა მოსახერხებელია ელექტრო ან ბენზინის ხერხით.

ICES Image

ICES Image

უჯრედოვნების მონტაჟი

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, უჯრედოვნების სახეობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მასალით უნდა გადავხუროთ საბოლოოდ ჩვენი სახურავი. სახურავის ტიპის მიუხედავად უჯრედოვნებისთვის გამოსაყენებელი მასალა აუცილებლად უნდა დამუშავდეს ანტისეპტიკურად. საქმე იმაშია, რომ ისინი მუშაობემ ბუნებრივი ვენტილაციის რთულ პირობებში. ლპობის და კოროზიისგან დამატებითი დაცვა ძალზედ მნიშვნელოვანია. სამშენებლო ნორმები და წესები გვავალდებულებს, რომ სახურავის მშენებლობაში გამოყენებული ყველა ხის ელემენტი დამუშავებული იქნას სპეციალურ ხსნარებში, რომლებიც უზრუნველყოსბს ცეცხლ-მედეგობას. არსებობს ხსნარები - ორი ერთსი, რომლებიც უზრუნველყოსბ ხის ელემენტების როგორც ცეცხლ-მედეგობას, ასევე ლპობის და კოროზიისგან დაცვას. მოთხოვნების დაცვა აუუცილებლად უნდა ხდებოდეს, მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკაში ცეცხლ-მედეგი ხსნარით დამუშავებული და დაუმუშავებელი სახურავები ერთნაირად იწვის.

სახურავის საფარის მონტაჟი

ტექნოლოგია დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მასალას გამოვიყენებთ სახურავის გადახურვისთვის. ნებისმიერი არჩევანისთვის არსებობს უნივერსალური რჩევა - სახურავის საფარით გადახურვა უნდა მოხდეს რაც შეიძლება მალე. თუ სახურავის საჭიროებს დამათბობლის მონტაჟს - ეს უნდა ხდებოდეს ნაგებობის შიგნიდან, ამ გზით გამოირიცხება მინერალური ბამბის (ან სხვა, მსგავსი დანიშნულების მასალის) დასველების ალბათობა. სველი მინერალური ბამბა გადახურვის სპეციალისტის პრობლემას წარმოადგენს. აუცილებელი გახდება მისი ამოღება კარგად გამოშრობისთვის და შემდეგში ხელახალი ჩალაგება. თან უნდა გავითვალისწინოთ ის მომენტიც, რომ მინერალური ბამბის დემონტაჟის დროს, ხდება მისი უდიდესი ნაწილის დაზიანება და შემდგომი გამოყენებისთვის უვარგისი ხდება, ასევე მნიშვნელოვნად იწელება სახურავის მონტაჟის ხანგრძლიობაც.

სანიაღვრე სისტემის მონტაჟი

ეს ეტაპი წარმოადგენს გადახურვის სამუშაოების დამამთავრებელ ეტაპს. უნივერსალური რეკომენდაციები ამ მხრივ არ არსებობს. სანიაღვრე სისტემის მონტაჟის დროს, კონკრეტული ტექნიკური გადაწყვეტები სპეციალისტმა უნდა მიიღოს ადგილზე, სახურავის ყველა არქიტექტურული თავისებურებების გათვალისწინებით.

კარგი დიზაინის შემთხვევაში, ფორმების მიუხედავად, ფუნქციონალურობა ყოველთვის უპირველესია, მაგრამ ის არ უნდა თრგინავდეს ემოციებს

Giorgio Saporiti, Creative Mind