საქართველო
რუათავის გზატკეცილი
მაგალითისთვის განვიხილოთ ერთ-ერთი ყველაზე რთული ტიპის - ოთხ ქანობიანი სახურავის მშენებლობის მაგალითი. ამ სისტემის მშენებლობის ტექნოლოგიის გაგების შემდე, მარტივად შევძლებთ გავერკვიოთ უფრო მარტივი ტიპის სახურავების მშენებლობაში - ისეთი სახურავების როგორებიცაა ორ ქანობიანი და სამ ქანობიანი სახურავები.
ნაბიჯი 1. ავიღოთ ორი გრძელი ფიცარი, მათი მეშვეობით მარტივია ჩამოვყალიბდეთ სტრაპილის ფეხის სიგრძეში, ქანობის დახრის კუთხესა და სახურავის სიმაღლეში. ფიცრები დროებით დააფიქსირეთ სახურავის ვერტიკალურ საყრდენზე, რომელიც მდებარეობს უშუალოდ სახლის კედელზე. ფიცრები აწიეთ ან დაუშვით იმ პოზიციამდე სანამ არ მიიღებთ სასურველ მდებარეობას. თუ სახლის ზომები საშუალებას იძლევა, სტრაპილების სისტემა უნდა აეწყოს იმგვარად, რომ სტრაპილის ფეხის სიგრძე არ აღემატებოდეს 6 მეტრს. ამ ზომის ხის მასალის შეძენა რთული არ არის, არ დაგჭირდებათ გადაბმების გამოყენება. კოჭების დარგძელება იმასთან ერთად, რომ გართმევთ დროს, ასევე ამცირებს კონსტრუქციის სიმტკიცეს და საჭიროებს დამატებით საყრდენებს.
ნაბიჯი 2. ჩავასხათ არმირებული სარტყელი. არმირებული სარტყელი საშუალებას გვაძლებს ავამაღლოთ სხვენის სიმაღლე, დავაგრძელოთ გადმოკიდება და დამატებით დავიცვათ ფასადი ნალექის ზემოქმედებისგან. სარტყელის სიგანე არ უნდა იყოს 30 სმანტიმეტრზე ნაკლები, სიმაღლე დამოკიდებულია სახლის ზომებზე. როგორ ჩავასხათ არმირებული სარტყელი?
-კედელში მოვამზადოთ 15-20 სანტიმეტრი სიღრმის ნახვრეტები, ჩავდოთ ხვრელებში 12-15 მმ-იანი სისქის ლითონის ღეროები. ლითონის ღეროებს ზემოთ აუცილებელია ქონდეთ რეზბა. თუ გაგიჭირდათ ამგვარი ლითონის ღეროების შეძენა, შეგიძლიათ ჩვეულებრივ არმატურის ნაჭრებს მიადუღოთ რეზბიანი თავები. ანკერებს შორის მანძილი დაახლოებით 1 მეტრს უნდა უდრიდეს.
-სახლის მთელ პერიმეტრზე მოაწყეთ "აპალოვკა". ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ 20×150 მმ. ზომის დაფები. დაფებმა რომ არ გაიწიოს, ყოველ 1,5-2 მეტრაში გაამაგრეთ სოლებით. ნუ შეგეშინდებათ იმ მომენტის, რომ არმირებული სარტყელი არ ქნება ყველან იდეალურად თანაბარი სიგანის, ის მაინც სახურავის შიგნით დაიმალება და საბოლოო ჯამში არ გამოჩნდება.
-მომზადეთ ბეტონი. ბეტონი უნდა მომზადდეს ძლიერი მდგრადობის, ერთ წილ ცემენტს გაურიეთ ერთი წილი ცემენტი და ორი წილი ქვაღორღი. ბეტონის მომზადება შეგიძლიათ როგორც სახურავის ფილებზე ნიჩბებით არევის ხერხით, ასევე ქვემოთ ბეტონ-ამრები დოლურას მეშვეობით და შემდგომ ზემოთ ატანის გზით.
-"აპალოვკაში" ჩააყოლეთ არმატურა. არმატურა საკმარისი იქნება თითო-თითოც მთელ პერიმეტრზე. არმატურა აუცილებლად აწიეთ მინიმუმ 5 სანტიმეტრის სიმაღლეზე სახურავის ფილებიდან. არმატურა არ უნდა იდოს ზედაპირზე, ამ შემთხვევაში ის ვერ იმუშავებს და ვერ იქნება ეფექტური. არმატურის პოზიციის დასაფიქსირებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ხის ნაჭრები, ან ბლოკის ნატეხები.
-სარტყელის "აპალოვკაში" ჩაასხით ბეტონი, მკაცრად დაიცავით ზემოთა სიბრტყის ჰორიზონტალური პოზიცია. ფორიზონტალური სიბრტყის სისწორის შესამოწმებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი თარაზო.
ბეტონის გასაშრობად საჭიროა მინიმუმ 3 დღეს. გახსოვდეთ, რომ სარტყელი თავისი სიმტკიცის 50%-ს აღწევს მხოლოდ ორი კვირის შემდეგ. მხოლოდ ამ პერიოდის გასვლისას შეგიძლიათ ის დატვირთოთ სრულად. თუ ამინდები ძალიან თბილი და ქარიანი გამოდგა, კონსტრუქცია აუცილებელია დღე-ღამეში ერთხელ უხვად მორწყოთ წყლით. ბეტონი სიმყარეს გაშრობის შედეგად კი არ იძენს, არამედ მაშინ, როდესაც მასში ქიმიური პროცესები სტაბილურა და თანმიმდევრულად მიმდინარეობს. ამისთვის მას მუდმივად ჭირდება სისველე.
სტრაპილური სისტემების მშენებლობა პირობითად ოთხი ეტაპისგან შედგება: მაუერლატის დაყენება, საყრდენი ბოძის მონტაჟი, კოჭების მონტაჟი (დიაგოონალური და ვალვური) და შიგთავსის მოწყობა.
სამუშაოები იწყება არმირებული სარტყელის ბბეტონის გაშროის და "აპალოვკის" დემონტაჟის შემდეგ. მალუელატისთვის გამოიყენება მასიური ხის კოჭი ზომებით 200×100 მმ. ეს მთელის სისტემის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია, ემსახურება საყრდენი სტრაპილების გასამაგრებლად და ფასადის კედლებზე თანაბარი წერტილოვანი დატვირთვის განაწილებას.
ნაბიჯი 1. მოათავსეთ კოჭი არმატურის სარტყელის გვერდით, ზუსტად მონიშნეთ ანკერების გამოსვლის ადგილები. ამის გაკეთება რულეტკის გარეშე უფრო მარტივია. გადაატრიალეთ ვიწრო სიბრტყით ქვემოთ და მოათავსეთ სარტყელზე, ფანქრით მონიშნეთ ანკერების ადგილები. ნიშნულები გადაიტანეთ კოჭის ფართე მხარესაც, ამ ადგილებში უნდა განაკეთოთ ნახვრეტები.
ნაბიჯი 2. დააფიქსირეთ მაქსიმალურად ვერტიკალურ მდგომარეობაში სვერლო და ისე გააკეთეთ ნახვრეტები. დაუშვებელია ირიბი ხვრელები. სამუშაოები უმჯობესია გამოცდილმა დურგალმა შეასრულოს. დამწყებმა შეიძლება ელემენტარულად კოჭი გააფუჭოს და დადგება იმის აუცილებლობა, რომ ნახვრეტების პოზიციონირება შეიცვალოს -შემცირდეს მათ შორის მანძილი და ამით დამოკლდეს კოჭის სიგრძე.
ნაბიჯი 3. მოამზადეთ სიბრტყეები გიდროიზოლაციისთვის ლაულეატის ქვემოთ, აქ იაფიანი რუბეროიდის გამოყენებაა შესაძლებელი. ლენტი უშუალოდ რულონისგან იჭრება, არ არის მისი გაშლა საჭირო. მასალა კარგად იჭრება ბალგარკით, მასზე დამაგრებული მეტალის საჭრელი დისკის მეშვეობით.
ნაბიჯი 4. ლენტები გაშალეთ არმირებულ სარტყელზე ჰორიზონტალურად. ნახვრეტების გაკეთება მარტივად ჩაქუჩით შეგიძლიათ. რუბეროიდი მოათავსეთ ანკერებზე და ჩაქუჩით ფრთხილად გახვრიტეთ ჰიდროიზოლაციაში ნახვრეტები შპილკებისთვის. ამის გაკეთება საჭიროა დიდი სიფრთხილით, ძლიერად ნუ დაარტყამთ. ძლიერად დარტყმის შემთხვევაში არსებობს საფრთხე, დააზიანოთ ზემოთ არსებული რეზბა, გაიკების მოჭერის დროს ამ მოქმედებამ შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ. თუ გეშიანიათ, რომ რეზბა მაინც დაგიზიანდებათ, შეგიძლიათ ბოლტები წინასწარ დაუჭიროთ, ჩაქუჩის გამოყენების შემდეგ ბოლტები მოუშვათ და დაზიანებული რეზბა ხელახლა მოიჭრება.
ნაბიჯი 5. დაამაგრეთ კოჭები ანკერებზე და დაუჭირეთ ბოლტები. ბოლტებს აუცილებლად დაუყოლედ დიდი დიამეტრის შაიბები. თუ მაურელატი რთულად შედის შპილკაში, ჩასასმელად გამოიყენეთ ურო. უროს გამოყენების აუცილებლობა ამ შემთხვევაში გადახურვის სპეციალისტის არასათანოდო კვალიფიკაციაზე მეტყველებს.
სიგრძეზე და კუთხეებზე კოჭების გადაერთება ხდება ნახევარი კვეთით. ეს ადგილები სასურველია დაფიქსირდეს გრძელი ლურსმებით ან ხრახნიანი ლურსმებით და აუცილებლად უჭანგავი მასალისგან დამზადებული.