• საქართველო

    რუათავის გზატკეცილი

  • info@ices.ge

    მოგვწერეთ

დაგვირეკეთ

+995 551 00 24 00

ICES Image

მცირე ფართის ბინებში საკმაოდ პრობლემურია ყველა საჭირო სივრცის განთავსება, თუმცა არსებობს ისეთი მიდგომა, რომელსაც ზონირებას უწოდებენ.

ზონირების შემთხვევაში სივრცეების ერთმანეთისგან ფიზიკური გაყოფის ნაცვლად გამოიყენება, სხვა და სხვა საშუალებებით მიღწეული, ეგრეთ წოდებული პირობითი გამოყოფა. ამ მიდგომით თქვენ შეიძლება გქონდეთ - საძინებელი, სამზარეულო, და სასტუმრო, ან ნებისმიერი სხვა მომიჯნავე ოთახების კომბინაცია - ერთ სივრცეში, ფიზიკური დაყოფის გარეშე, რაც პატარ-პატარა ოთახებისგან განსხვავებით, სივრცეებს უფრო ნათელს, ფართოს და კომფორტულს ხდის.

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ გაფართოებული სივრცის ილუზია და გააკეთოთ საცხოვრებელი ბინის ზონირება რამდენიმე მარტივი ხერხით.

როგორ შეიძლება მოხდეს ოთახების ზონირება?

  • კედლების სხვადასხვა ფერის გამოყენება, კონტრასტული კომბინაციები, ფოტო პანორამული კედლები, მუქი და მსუბუქი ფერების კომბინაციები;

  • სამზარეულოს და ოთახის ზონირებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ისეთი მეთოდი როგორიცაა: სამზარეულოს ფართობზე კერამიკული ფილების ან კორპის ფონის გამოყენებით, ოთახის ძირითად ნაწილში კი ნათელი ფერების გამოყენება;

  • გამოიყენეთ სხვადასხვა ტიპის იატაკი. მაგალითად: ლინოლიუმი ან მეტლახი სამზარეულოში, ხოლო ძირითად ოთახში ლამინატი, დამუშავებული ხის იატაკი ან ხალიჩა;

  • გამოიყენეთ სხვა და სხვა ტიპის ან კონტრასტის ჭერი. მაგალითად: ფრანგული ჭერი სამზარეულოსთვის, სამზარეულოს ავეჯის ტონალობაში, ხოლო ძირითად ოთახში უფრო ღია და ნათელი ფერის ჭერი, რომელის ოთახის ჭერს უფრო მაღალსაც გამოაჩენს;

  • გამოიყენეთ ტიხარი, ჟალუზი, დეკორატიული ფარდა, შეუთავსეთ სივრცეს გამყოფი თაროები და კარადები;

ზონირების მაგალითები


ICES Image

ICES Image

ICES Image

ICES Image

ICES Image

ICES Image

ICES Image

ICES Image

ICES Image

კარგი დიზაინის შემთხვევაში, ფორმების მიუხედავად, ფუნქციონალურობა ყოველთვის უპირველესია, მაგრამ ის არ უნდა თრგინავდეს ემოციებს

Giorgio Saporiti, Creative Mind