• საქართველო

    რუათავის გზატკეცილი

  • levani.m@ices.ge

    მოგვწერეთ

დაგვირეკეთ

+995 577 525 401

ICES Image

საბავშო ეტლი, ველოსიპედი: როგორ შევინახოთ პირადი ნივთები საერთო მოხმარების ფართში

თანამედროვე ახალ საცხოვრებელ კომპლექსებში დეველოპერები ითვალისწინებენ სპეციალურ ადგილებს მაცხოვრებლების ნივთების მოსახერხებლად შესანახად, სადაც შეგიძლიათ განათავსოდ საბავშო ეტლები, ველოსიპედების და სხვა პირადი ნივთები.

ICES Image

მიუხედავად სადარბაზოში და შემოსასვლელებში სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა, რომლებიც წარმოადგენს საერთო მოხმარების ფართს და განკუთვნილია პირადი ნივთების შესანახადაც, მათი გამოყენება ამ მიზნით იშვიათად ხდება ხოლმე. ვიღაც იყენებს ამ ფართს პირადი ნივთების შესანახად, ვიღაც კი ამის წინააღმდეგ გამოდის.

მრავალბინიანი კორპუსების კიბეები და დერეფნები - ამ კორპუსის მაცხოვრებლების საერთო საკუთრებას წარმოადგენს. მაცხოვრებლებს ამ ფართის გარკვეული ნაწილი ეკუთვნით, რომელიც მათი საცხოვრებელი ფართის პირდაპირ პროპორციულია. ამ ფართის საკუთარი წილისთ სარგებლობა დასაშვებია, თუ კორპუსის მაცხოვრებლებს არაფერი საწინააღმდეგო არ ექნებათ ამ ქმედების. ამავე დროს დაცული უნდა იყოს ის პირობა, რომ შესანახი ობიექტის ბუნება არ ეწინააღმდეგება სახანძრო უსაფრთხოების, სანიტარულ, ეკოლოგიურ და ტექნიკურ ნორმებს.

ICES Image

თუ საკითხს უფრო დეტალურად განვიხილავთ, საერთო მოხმარების ფართზე შესაძლებელია შემდეგი სახის ნივთების შენახვისთვის განხორციელება:

  • საგნები, რომლებიც ხელს არ შეშლის გასვლას;
  • საგნები რომლებსაც არ გააჩნიათ თვითაალებადების საშიშროება;
  • საგნები, რომლების არ გამოსცემენ სუნს, არ იზიდავენ მწერებს და მღრნელებს;

ICES Image

ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია ამ შემთხვევაში მაცხოვრებლების ხელმოწერების შეგროვება, რითაც დადასტურდება, რომ მათ არაფერი საწინააღმდეგო არ გააჩნიათ. საგნები, რომლების ზღუდავს საევაკუაციო გასასვლელთან წვდომას, ან ქმნის ხანძრის გაჩენის საშიშროებას - თვითმართველობის წარმომადგენლებს შეუძლიათ მფლობელის ნებართვის გარეშე მათი ფართიდან გატანა.

კარგი დიზაინის შემთხვევაში, ფორმების მიუხედავად, ფუნქციონალურობა ყოველთვის უპირველესია, მაგრამ ის არ უნდა თრგინავდეს ემოციებს

Giorgio Saporiti, Creative Mind