საქართველო
რუათავის გზატკეცილი
სენდვიჩ-პანელისგან დამზადებული ჯიხურები ხასიათდება თავისი სიმტკიცით, ექსპლოატაციის ხამგრძლივი პერიოდით, საიმედოობით. სწორედ ამ თვისებების და დაბალი ღირებულების გამო ამ ტიპის ნაგებობებმა პოვეს ფართო გავრცელება და სარგებლობენ დიდი მოთხოვნით. სენდვიჩ-პანელის ჯიხურები წარმოადგენს კომპაქტურ ნაგებობებს, რემლებიც გამოიყენება, როგორც დროებითი საცხოვრებელი, საკონტროლო პუნქტის შემადგენელი ნაგებობა, სამშენებლო ობიექტზე მარტივად და სწრაფად გასათავსებელი მობილური ოფისები, სათავსო ფართები და ა.შ.
გამოყენებული მასალა წარმოადგენს სამ ფენიან სენდვიჩს. გარე მასალა ლითონის ფილებისგან შედგება, რომლის შორისაც მოთავსებულია პოლიურეტანის გული. ასეთი ტექნოლოგიით დამზადებული ჯიხურები კარგად იკავებს სითბოს. შეიძლება გამოყენებული იქნას, როგორც მშენებლების დროებითი საცხოვრებელი წლის ნებისმიერ პერიოდში.
ამ ტიპის სენდვჩ-პანელის ჯიხურების ჩადგმა ძალიან მარტივია, არ საჭიროებს ფუნდამენტის მომზადებას. ხის ანალოგებისგან განსხვავებით ბევრად სწრაფად მზადდება და ფინანსური კუთხითაც არის ბევრად მომგებიანი. გამოყენებული მასალა ხასიათდება დაბალი თბოგამტარობით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ენერფო-ეფექტურობის კოეფიციენტს, შესაბამისად ნაგებობაბში ზაფხულში ხდება სიგრილის, ხოლო ზამთარში სითბოს შენარჩუნება.
სენდვიჩ-პანელისგან დამზადებული მოდულები საშუალებას გვაძლევს საჭიროების შემთხვევაში, დაედგას ნაგებობას მეორე სართულიც, სწრაფად, ოპერატიულად შევცვალოთ სივრცის კომფიგურაცია და გავზარდოთ სასარგებლო ფართის სიდიდე.
საცხოვრებლად გამზადებული სენდვჩ-პანელის ჯიხურების დამზადება ჩვენი კომპანიის უმთავრესი მიმართულებაა. ყველა ტიპის ნაგებობის აგება ხდება მაღალი ხარისხის და სერტიფიკატების მქონე მასალებით, რომლებიც შეესაბამება უსაფრთხოების და ეკოლოგიურობის კუთხით მსოფლიო სტანდარტებს.
ჩვენთან ურთიერთობის პირობებში თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ კარგ ფასად შეიძინოთ სენდვიჩ-პანელის ჯიხურები. ჩვენ ვიძლევით ნებისმიერი შეკვეთის ოპერატიულად შესრულების გარანტიას და განვახორციელებთ ნაგებობის ჩადგმის და მისი მოწყობის სამუშაოების სრულ კომპლექს.