• საქართველო

    რუათავის გზატკეცილი

  • info@ices.ge

    მოგვწერეთ

დაგვირეკეთ

+995 551 00 24 00

ICES Image

"დარჩი სახლში" მოწოდების ფარგლებში გადავწყვიტეთ შემოგვეთავაზებინა რუბრიკა მიმართულებით - "რითი დავკავდეთ სახლში" და "ბავშვის ოთახის მოწტობა". იმედი გვაქვს ჩვენი მასტერ კლასი ამ მიმართულებით საინტერესო და სასარგებლო იქნება თქვენთვის. გთავაზობთ ამ რუბრიკის V ნაწილს.

ICES Image

საჭირო მასალები:

  • კრემისფერი და ვარდისფერი რბილი ნაჭერი;
  • შესაბამისი ფერების ძაფები;
  • ფერადი ნაჭრის პატარა ზოლები;
  • სინტიპონი;
  • საკერავი მანქანა;
  • მაკრატელი;
  • სხვა და სხვა ზომის ორი ჭურჭელი;
  • მარკერი;
  • ქინძისთავები;
  • ნემსი.

ICES Image

კრემისფერი ქსოვილი გადავკეცოთ ორად. დავადოთ დიდი ზომის ჭურჭელი და შემოვხაზოთ მარკერით. ცენტრში დავადოთ პატარა ჭურჭელი და ანალოგიურად შემოვხაზოთ მარკერით

ICES Image

ნაჭრის გადაკეცვის გარეშე გავიმეოროთ ირივე ვარდისფერ ნაჭერზე. დავხატოთ ტალღოვანი ხაზები, ისე როგორც ნაჩვენებია ნახატზე.

ICES Image

გამოვჭრათ ჩვენს მიერ გამზადებული ყველა დეტალი. გამოვჭრათ სხვადა სხვა ფერის ნაჭრისგან ვიწრო ზოლები. გაანაწილოთ გამოჭრილი ზოლები ვარდისფერ ნაჭერზე და დავაფიქსიროთ ქინძისთავებით.

ICES Image

საკერავი მანქანის დახმარებით, ქინძისთავებით დაფიქსირებული ყველა ზოლი მივაკეროთ. ამის შემდეგ მივაკეროთ იგი ჩვენს მიერ გამზადებულ ყავისფერ ნაჭერს.

ICES Image

ICES Image

შევკეროთ ორი ყავისფერი ნაჭერი ერთმანეთში, მაგრამ ბოლომდე არა. შევავსოთ სინტიპონით, რის შემდეგაც შევკეროთ დარჩენილი მონაკვეთიც.

ICES Image

ორიგინალური, მაფინის ფორმის ბალიში მზად არის. სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია ნებისმიერი ფორმის ბალიშის შეკერვა.

ICES Image

ICES Image

ICES Image

საბავშვო ოთახის ლამაზი, ეფექტური დეკორი არ არის აუცილებელი იყოს მოცულობითი. ზოგიერთ შემთხვევაში მცირე ზომის დეკორატიული ნივთი შეიძლება გახდეს დეკორის ცენტრალურ ნაწილად, ამიტომ აუცილებლად სცადეთ წარმოდგენილი პროექტებიდან რომელიმეს გაკეთება და გაგვიზიარეთ თქვენი მცდელობის შედეგები სურათების სახით.

კარგი დიზაინის შემთხვევაში, ფორმების მიუხედავად, ფუნქციონალურობა ყოველთვის უპირველესია, მაგრამ ის არ უნდა თრგინავდეს ემოციებს

Giorgio Saporiti, Creative Mind