• საქართველო

    რუათავის გზატკეცილი

  • g.pataraia@ices.ge

    მოგვწერეთ

დაგვირეკეთ

+995 551 00 24 00

ICES Image

"დარჩი სახლში" მოწოდების ფარგლებში გადავწყვიტეთ შემოგვეთავაზებინა რუბრიკა მიმართულებით - "რითი დავკავდეთ სახლში" და "ბავშვის ოთახის მოწტობა". იმედი გვაქვს ჩვენი მასტერ კლასი ამ მიმართულებით საინტერესო და სასარგებლო იქნება თქვენთვის. გთავაზობთ ამ რუბრიკის I ნაწილს.

მოვრთოთ საბავშვო ოთახი საკუთარი ხელებით

ბავშვთა ოთახი ყოველთვის ასოცირდება სინაზესთან, კომფორტთან და პასტერ ფერებთან. ყველა მშობელს სურს, რომ ეს ოთახი განსაკუთრებული იყოს საკუთარი შვილისთვის. რა თქმა უნდა, დეკორი ნებისმიერი ოთახის განუყოფელი ნაწილია. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვამზადეთ საინტერესო მასტერკლასი, რომლითაც შეგიძლიათ გაალამაზოთ ბავშვების ოთახი.

ICES Image

ICES Image

ICES Image

ICES Image

ICES Image

კედლების დეკორაცია ბავშვის ოთახში

თუ ფიქრობთ, რომ კედლის ერთ ტონში შეღებილი კედლები ძალიან უბრალოდ გამოიყურება - შეგიძლიათ ისინი ცოტათი მეტად გაამრავალფეროვნოთ. ამისთვის გთავაზობთ ერთი, ან ორი კედელი მოხატოთ ტრაფარეტის გამოყენებით.

ICES Image

გამოიყენეთ შემდეგი მასალები:

  • А4 ფორმატის ფურცელი;
  • სკოჩი;
  • სამღებრო ქაღალდის სკოჩი;
  • პრინტერი;
  • კარილის საღებავები;
  • მაკრატელი;
  • ფუნჯი;
  • სპონგური ("გუბკა"").

ICES Image

თავდაპირველად ვეძებთ სასურველ ნახატს, რასაც შემდგომ პრინტერზე ვბეჭდავთ. საჭიროების შემთხვევაში ვჭრით დეტალებს. იმისთვის, რომ ტრაფარეტი კედლის შეღებვისას არ დაზიანდეს, უკეთებთ მას სკოჩით ლამინირებას.

ვამაგრებთ ტრაფარეტს კედელზე სამღებრო ქაღალდის სკოჩით.

ICES Image

პირველ ყოვლისა, ჩვენ კედელზე ვაკეთებთ მარკირებას, სადაც განთავსდება კედელზე ნახატები. ვიწყებთ კედლის იმ ნაწილის შეღებვას სადაც მიმაგრებულია ტრაფარეტი. ამისთვის უმჯობესია სპონგურის ("გუბკის") გამოყენება.

ICES Image

იმის შემდეგ, რაც ყველა დეტალი შეღებილია, ნახატის კონტურების უკეთესი ფორმირებისთვის ვიწყებთ კონტურების ფუნჯით გაფერადებას.

ICES Image

ბავშვთა ოთახის დეკორის უამრავი ვარიანტი არსებობს. სურვილის შემთხვევაში დეკორის ნებისმიერი ვარიანტი შეიძლება გამოვიყენოთ.

ICES Image

ICES Image

ICES Image

ICES Image

ICES Image

ICES Image

ICES Image

კარგი დიზაინის შემთხვევაში, ფორმების მიუხედავად, ფუნქციონალურობა ყოველთვის უპირველესია, მაგრამ ის არ უნდა თრგინავდეს ემოციებს

Giorgio Saporiti, Creative Mind