• საქართველო

    რუათავის გზატკეცილი

  • info@ices.ge

    მოგვწერეთ

დაგვირეკეთ

+995 551 00 24 00

ICES Image

სანამ ბინის რემონტს დაიწყებთ, უნდა გესმოდეთ, თუ რა სტილი და მიმართულებები არსებობს ამ თვლასაზრისით და რომელი სტილის ასახვა გინდათ თქვენ სივრცეში. განსაკუთრები ეს მომენტი გასათვალისწინებელია, როდესაც ბინის გადაგეგმარებას ახდენთ. იმისთვის, რომ არ დაიკარგოთ უამრავ სტილსა და მიმართულებაში გთავაზობთ ნეორე ნაწილს ჩვენი რუბრიკიდან "ინტერიერი და ბინის დიზაინი".

ვინტაჟი

ფრანგული სტილი, რომელიც მოგვევლინა XX საუკუნის 90-იან წლებში. ეს სტილი გამოხატავს ელეგანტურობას და დახვეწილობას. ძველ ავეჯს და ჭურჭელს ამ მიმართულებაში უკავია მნიშვნელოვანი ადგილი. თუ თქვენ გყავთ ხელოსანი, რომელიც ფლობს ავეჯის დაძველების ტექნიკას და ტექნოლოგიას, თქვენ არ მოგიხდებათ ძველმანებში სირბილია და თქვენ ინტერიერ ადვილად შეავსებთ ამ სტილის ავეჯით. არ დავივიწყოთ ფერები. ფერები ვინტაჟის სტილში უამრავი შეიძლება იყოს და ეს დასაშვებია.

ფერების გამა ტექსტილის გადაწყვეტილებებში - გადასაფარებლებს, შესაფუთი ნაჭრებს ვგულისხმობთ გონიერ შეფარდებას თეთრი, კრემისფერი, ცისფერი, იასამნის ფერი და მწანე ფერებს და აუცილებლად ეს ფერები უნდა იყოს ღია ტონალობებში.

ICES Image

ICES Image

ICES Image

ICES Image

ICES Image

გოტიკა

ეს სტილი XII საუკუნის საბრანგეთსის ასოციაციას გვიტოვებს, როდესაც ამ სტილის შექმნა რეალურად მოხდა კიდეც. ცოტა მოგვიანებით გოთიკის სტილი ევროპაშიც გავრცელდა, სადაც მკაცრი და ცოტათი უხალისო ვიზუალით ავსებდა სივრცეებს.

ამ სტილს ახასიათებს ხის მასალისგან დამზადებული ჭერი, მგვალი ტიპის კიბეები, კაფელის ნაწილებით მოპირკეთებული ბუხარი. კედლებზე და ფანჯრებზე ვიტრაჟების სიმრავლე გოტიკის დამახასიათებელი ელემენტებია, მაგრამ თანამედროვე ინტერიერში ამ მეთოდის გამოყენება იშვიათად ხდება. გოტიკური სტილი განსაკუთრებულია და ძალიან თავისებურია, მაგრამ მიუხედავად ამისა ზოგიერთი სწორედ მას ანიჭებს უპირატესობას.

ICES Image

ICES Image

ICES Image

ICES Image

ICES Image

ქანთრი

სოფლის სტილი, სოფლური - სწორედ ასე ახასიათებენ ამ სტილს. ეს სტილი და მიმართულება თავის მხრივ ძალიან მყუდრო და კომფორტულია, რომელიც ამავდროულად სურვილს გვიღვიძებს შევერწყმათ ბუნებას. ქანთრის სტილი წარმოიქმნა ძველ ინგლისში, ძველ, კეთილ, წვიმიან და ნისლიან ინგლისში.

ქანთრის სტილში გამოიყენება ბუნებრივი მასალები, პომპის გარეშე, ბუნებრიობის და უბრალოების გამოხატულობით. მეტალის ელემენტებში დიზაინერები იყენებენ ხელით დამუშავებულ სპილენძს და ბრინჯაოს. ქანთრის სტილში აუცილებელი ელემენტია ბუხარი, რომლის ირგვლივას განთავსებულია დაწნული ავეჯი ბევრი ბალიშით. კიდევ მეტი სითბოს და მყუდროების დასამატებლად კედლებზე და ბუხრის თაროებზე თავსდება ჩარჩოში ჩადებული ფოტოები, სურათები, ძველი წიგნები.

ICES Image

ICES Image

ICES Image

ICES Image

ICES Image

ქიჩი

არ შეგაშინოთ ამ სიტყვის პირდაპირმა თარგმანმა, რომელიც ითარგმნება უციამოვნოდ და გულისხმობს უგემოვნოებას. სტილი ქიჩი შეგვიძლია განვიხილოთ როგორც უარის განაცხადი ყოველივე მოოქროვილს და ბზინვარეზე და გვაახლოებს რეაისტურ სამყაროს.

ეს სტილი შეიქმნა XIX-XX საუკუნეებში და გულისხმობს ინტერიერის ძვირფასი ელემენტების იაფიან ანალოგებს.

ერთი შეხედვით ამ მიდგომაშ არაფერი საინტერესო არ შეიძლება იყოს, სიძველის ეფექტს დადება საგნებზე, თუნდაც მოოქროვილზე - მაინც გაყალბებაა. მეორეს მხრივ ვიღაცას მოსწონს ფუფუნებაში ცხოვრება და ამ იერის და გარემოს შექმნა ხელოვნური გზით. თუ ვინმესთვის კომფორტულია ასეთ სივრცეში ცხოვრება - რატომაც არა?! და დიზაინის არსიც ხომ სწორედ იმაშია, რომ შეიქმნას ადამიანისთვის მისთვის კომფორტული სივრცე.

ICES Image

ICES Image

ICES Image

ICES Image

ICES Image

ICES Image

კლასიკა

კლსიკური სტილი გულისხმობს ნორმას და წარმოადგენს მიბაძვის მაგალითს. ყოველ შემთხვევაში სწორედ ასე თვლიდნენ XVII-XIX საუკუნეებიში. ეს სტილი ასოცირდება ფრანგ მონარქთან ლუდოვიკ XVI-ე და მის მოსასვენებლებთან ვერსალის სასახლეში.

კლასიკურ შტილში დაცულია ყველა პროპორცია, დომინირებს თეთრი ფერი. მოოქროვება და მარმარილო ავსებს ინტერიერს, სადაც ყველაფერი ჰარმონიუილად ერწყმის ერთმანეთს ყოველგვარი ზედმეტობების გარეშე. კლასიკური სტილის ფარდები ძალიან გავს დღევანდელ: სქელი ფარდები, გამჭვირვალე წინა ფარდა და აბრეშუმის ლამბრეკი. ახასიათებს ასევე მაქმანების, ფარდებზე ფუნჯების სიმრავლე. იატაკი პარკეტის უნდა იყოს, ინტერიერის და ავეჯის დეკორი ისეთ მასალებს ინდა შეიცავდეს, როგორიცაა ბუნებრივი ქვა და მეტალი - უკეთესია მოოქროვილი მეტალი.

ICES Image

ICES Image

ICES Image

ICES Image

ICES Image

კონსტრუქტივიზმი

ამ სტილს საბჭოთა ეპოქის ნიავი მოჰყვება, რომელიც გაჟღენთილია ავანგარდიზმით. ფართო პოპულარობა მოიპოვა გასული საუკუნის 20-30 წლებში.

ყველაფერში იკვეთება მონოლითური ხაზები და მკაცრი გეომეტრია ყოველ გვარი დეკორის და რომანტიკული ელემენტების გარეშე. პოპულარობით სარგებლობს ჩაშენებული თაროები და განათებები. ვეჯს მხოლოდ ფუნქცური დატვირთვა გააჩნია და ნებისმიერ ადგილას შესაძლებელია მისი გადანაცვლება. ასეთი სტილი ძალიან მოხერხებულია: არაფერი ზედმეტი და არანაირი ზედმეტი ხარჯები.

ICES Image

ICES Image

ICES Image

ICES Image

ICES Image

კარგი დიზაინის შემთხვევაში, ფორმების მიუხედავად, ფუნქციონალურობა ყოველთვის უპირველესია, მაგრამ ის არ უნდა თრგინავდეს ემოციებს

Giorgio Saporiti, Creative Mind