• საქართველო

    რუათავის გზატკეცილი

  • g.pataraia@ices.ge

    მოგვწერეთ

დაგვირეკეთ

+995 551 00 24 00

ICES Image

სათავსო სტელაჟები მცირე ბიუჯეტის გათვალისწინებით

გადავწყვიტეთ გაგიზიაროთ მცირე ბიუჯეტიანი სტელაჟების შექმნის ეტაპები. ეს ტელაჟი გამოგადგებად სათავსოსთვის ან სარდაფში ზამთრის პროდუქტების და მრავალი წვრილმანის დასალაგებლად.

ICES Image

თუ სარდაფში დაგიგროვდათ ქაოტურად დალაგებული ნივთები, კონსერვატების და წვრილმანები - ეს სტელაჟი იდეალური გადაწყვეტა იქნება თქვენთვის.

ICES Image

ამ სტელაჟის უმტავრესი დატვირთვა არა დიზაინი და ვიზუალური მხარეა, არამედ პრაქტიკულობა და მაღალი ეფექტურობა. ამ მიზეზით მასალად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნარჩენი ფიცრები.

ICES Image

პირველ ეტაპზე ვასუფთავებთ და ვაშალაშინებთ ფიცრებს. გასუფთავებული ფიცრები დავჟრათ წინასწარ განსაზღვრულ სიგრძეებად.

ICES Image

იმისთვის, რომ ფიცარს მივცეტ მეტად ესთეტიური სახე და დავიცვად ის შემდგომი ექსპლუატაციის დროს შევღებოთ ისინი აკრილი ტიპის საღებავით. ზეთის საღებავი ამ შემთხვევაში არ გამოგვადგება, რადგან ზეთში ხე ვერ სუნთქავს და ვიზუალურადაც ნაკლებად ეფექტურად გამოიყურება.

ICES Image

თაროების საყრდენები საიმედოდ დავამაგროთ კედელზე.

ეს სტელაჟებს საიმედო და სანდო სიმაგრეს მისცემს.

საყრდენები დავამზადოთ 40x40 მმ სისქის ხის მასალისგან.

ICES Image

შემდგომში მათზე დამონტაჟდება განივი ფიცრები ხისთვის განკუთვნილი 70-იანი შურუპების მეშვეობით

ICES Image

მსგავსი პრინციპით ვამზადებთ კარკასის საყრდენების წინ განსათავსებელ ელემენტებსაც.

ICES Image

მათი ერთმანეთთან შეერთება ხდება თაროების მეშვეობით.

ICES Image

თაროების გამზადებულ ელემენტებს გააჩნია ზომები 600x150მმ-ზე და სისქე 25მმ. დამაგრებისთვის ვიყენებთ 40 მილიმეტრიანი შურუპებით.

ICES Image

მისთვის, რომ სათავსოს ფართის მაქსიმალურად ათვისება მოხდეს, შეგიძლიათ თაროები მთელ პერიმეტრზე განათავსოთ.

ICES Image

თაროებს შორის ვტოვებთ დაშორებას 10მმ. ეს კეთდება ჰაერის ბუნებრივი ვენტილაციის შესანარჩუნებლად.

ICES Image

კიდეებს ვფარავთ ხის დაფით, რომელიც ასევე თაროების ბორტების თვალსაზრისითაც გამოიყენება.

ICES Image

აი ჩვენი შედეგიც

ICES Image

კარგი დიზაინის შემთხვევაში, ფორმების მიუხედავად, ფუნქციონალურობა ყოველთვის უპირველესია, მაგრამ ის არ უნდა თრგინავდეს ემოციებს

Giorgio Saporiti, Creative Mind