• საქართველო

    რუათავის გზატკეცილი

  • levan.m@ices.ge

    მოგვწერეთ

დაგვირეკეთ

+995 577 525 401

ICES Image

"დარჩი სახლში" მოწოდების ფარგლებში გადავწყვიტეთ შემოგვეთავაზებინა რუბრიკა მიმართულებით - "რითი დავკავდეთ სახლში" და "ბავშვის ოთახის მოწტობა". იმედი გვაქვს ჩვენი მასტერ კლასი ამ მიმართულებით საინტერესო და სასარგებლო იქნება თქვენთვის. გთავაზობთ ამ რუბრიკის II ნაწილს.

ავეჯი - საბავშვო ოთახის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ელემენტია. ის არ უნდა იყოს მოსაწყენი და ერთფეროვანი. აქ გთავაზობთ საბავშვო სკამის რესტავრაციას რის შედეგადაც გადავაქცევთ მას დეკორის კიდევ ერთ ელემენტად.

ICES Image

საჭირო მასალები:

  • ხის მასიური ბავშვის სკამი;
  • სამღებრო ქაღალდის სკოჩი;
  • მაკრატელი;
  • აკრილის საღებავები;
  • ფუნჯი;
  • შალის ძაფები რამდენიმე ფერში;
  • "პომ პონების" შესაქმნელი მოწყობილობა.

ICES Image

შეუდგეთ სავარძლის საჯდომის შეღებვას. ამისათვის ვიყენებთ ნაცრისფერ საღებავს. საჭიროების შემთხვევაში, ვღებავთ რამდენიმე ფენად და ველოდებით თითოეული ფენის გაშრობას.

ICES Image

სკამის ფეხებზე დავაკაროთ სამღებრო ქაღალდის სკოჩი, იმისთვის რომ შემოვფარგლოთ საზღვრები. ქვემოთა ნაწილს ვღებავთ მკვეთრ ვარდისფერ ფერში. ზემოთა ნაწილს კი ნაცრისფერ ფერში.

ICES Image

სკამის საზურგეს ვღებავთ მსუბუქი მწვანე ფარის საღებავით.

ICES Image

დავამუშაოთ სკამის დეტალები და სკამის ზემოთა ნაწილი შევღებოთ ვარდისფერს ფერში.

ICES Image

საღებავის სრულად გაშრობის შემდეგ მოვაცილოთ სკამის ფეხებს სამღებრო ქაღალდის სკოჩი.

ICES Image

სპეციალური მოწყობილობის მეშვეობით ვამზადებთ პირველ "პოპ მონს". სურვილის შემთხვევაში, პომ პონების დამზადება შეგიძლიათ ქაღალდის ნაჭრის მეშვეობით, როგორც ამას უწინ აკეთებდნენ.

ICES Image

ICES Image

ჩვენი სკამისთვის დაგვჭირდება 16 პომპონი.

ICES Image

ძაფის მეშვეობით ვაკავშირებთ პომპონებს ერთმანეთთან. შედეგად უნდა მივიღოთ პატარა ზომის ფუმფულა დასაფენი.

ICES Image

ვამაგრებთ მას სკამთან ძაფების მეშვეობით.

ICES Image

ლამაზი, მხიარულ ფერებში წარმოდგენილი საბავშვო სკამი გაალამაზებს ნებისმიერ ოთახს.

ICES Image

კარგი დიზაინის შემთხვევაში, ფორმების მიუხედავად, ფუნქციონალურობა ყოველთვის უპირველესია, მაგრამ ის არ უნდა თრგინავდეს ემოციებს

Giorgio Saporiti, Creative Mind