• საქართველო

    რუათავის გზატკეცილი

  • info@ices.ge

    მოგვწერეთ

დაგვირეკეთ

+995 551 00 24 00

ICES Image

"დარჩი სახლში" მოწოდების ფარგლებში გადავწყვიტეთ შემოგვეთავაზებინა რუბრიკა მიმართულებით - "რითი დავკავდეთ სახლში" და "ბავშვის ოთახის მოწტობა". იმედი გვაქვს ჩვენი მასტერ კლასი ამ მიმართულებით საინტერესო და სასარგებლო იქნება თქვენთვის. გთავაზობთ ამ რუბრიკის IV ნაწილს.

ბავშვის ოთახი ძალიან ლამაზად შეგვიძლია გავაფორმოთ ბავშვის სახელით დამშვენებული პატარა დაფით.

ICES Image

სახლის პირობებში ასეთი დაფის შესაქმნელად დაგვჭირდება შემდეგი ნივთები:

  • ხის დაფა;
  • ფერადი ძაფები;
  • მაკრატელი;
  • ლურსმები;
  • ჩაქუჩი;
  • ბრტყელტუჩა;
  • А4 ფორმატის ფურცელი;
  • ფანქარი;
  • საშლელი.

ICES Image

A4 ფორმატის ფურცელზე ვხატავთ ბავშვის სახელს. სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია სახელი უბრალოდ ამოვბეჭდოთ ლამაზი შრიფტით.

ICES Image

დავადოთ ჩვენი ფურცელი ხის დაფაზე. დავაფიქსიროთ ლურსმანი საწყის ასოზე და ჩავაჭედოთ ჩაქუჩით. თანაბარი მანძილით დავაშოროთ დანარჩენი ლურსმნები და ასევე ჩავაჭედოთ ერთმანეთის მიყოლებით.

ICES Image

როცა ყველა ლურსმანს ჩავაჭედოთ მოვაცილოთ ფურცელი დაფას.

ICES Image

ერთ ლურსმანზე დავახვიოთ ძაფი და გადავხლართოთ სხვა ლურსმნებზე ისე, რომ შევავსოთ ასოთი მოხაზული სივრცე.

ICES Image

გავიმეოროთ იგივე ოპერაცია დანარჩენი ასოებისთვის, ყოველი ასოსთვის განსხვავებული ფერის ძაფით. ასეთი შევსებით თავისებური ფერების გრადაციის ეფექტს მივიღებთ.

ICES Image

ჩვენი დაფა შეგვიძლია დავდოთ მაგიდაზე, ან დავკიდოთ კედელზე.

ICES Image

კარგი დიზაინის შემთხვევაში, ფორმების მიუხედავად, ფუნქციონალურობა ყოველთვის უპირველესია, მაგრამ ის არ უნდა თრგინავდეს ემოციებს

Giorgio Saporiti, Creative Mind