ICES Georgian English Russian

ICES ICES

მშენებლობა დიზაინი მენეჯმენტი
მენეჯმენტიმენეჯმენტი

ICES გთავაზობთ პროექტის მენეჯმენტისა და კონსულტაციის სერვისს პროექტის მინდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე. ეს სერვისი მოიცავს: დიზაინის შემუშავება, პროექტირება, შესაბამის სააგენტოებთან ურთიერთობა, დოკუმენტაციის მომზადება და ნებართვების აღება, პროექტის განრიგის შემუშავება, ხარჯების განსაზღვრა და ბიუჯეტის შედგენა, კონტრაქტის შედგენა.
ჩვენს პროექტ-მენეჯერებს აქვთ სათანადო გამოცდილება, რათა წარმატებით უხელმძღვანელონ, კოორდინირება გაუწიონ  და განახორციელონ თქვენი საინჟინრო პროექტი - მოცულობის მიუხედავად.  ასევე, ჩვენი პროექტ-მენეჯერი კომპეტენტურია წარმართოს თქვენი ურთიერთობა როგორც ჩვენს კომპანიასთან, ასევე მესამე მხარესთან (სუბკონტრაქტორთან), რაც უზრუნველყოფს პროექტის ხარჯების და ვადების სწორად განსაზღვრას.
ჩვენს პროექტ-მენეჯერებს გამოარჩევთ პრაქტიკაში მიღებული სამშენებლო გამოცდილება, რაც მათ საშუალებას აძლევს სწორად შეაფასონ თქვენი პროექტის სრული მოცულობა და  წარმართონ მისი რეალიზების პროცესი დაწყებიდან საბოლოო შესრულებამდე.
ჩვენი პროექტ-მენეჯერები მიყვებიან დადგენილ სისტემას, რომელიც მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილ მოვალეობებს:

დაგეგმვა

ა) შეიმუშაონ განრიგი, განხორციელების გეგმა, ბიუჯეტი, რისკის შეფასება.

შესრულება

ა) ადამიანური რესურსების მენეჯმენტი, შესრულების ხარისხის, დოკუმენტების, მონაცემების კონტროლი
ბ) პროექტის მიმდინარეობის შესახებ კლიენტის ინფორმირება (რეპორტები)
გ) პროექტის პროგრესის განსაზღვრა, ხარჯების კონტროლი, ცვლილებების აღწერა
დ) პოტენციური პრობლემების განსაზღვრა და ალტერნატიული მიდგომის შესახებ კონსულტაციის გაწევა
ე) პროექტის გეგმიურად შესრულების მონიტორინგი

პროექტის დახურვა:

ა) პროექტის ყველა ასპექტის კონტროლი, დოკუმენტაციით უზრუნველყოფა და საბოლოო სახის მიცემა
ბ) კლიენტის მოლოდინის გამართლების უზრუნველყოფა

Management

 




Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player