ICES Georgian English Russian

ICES ICES

Ices კონტროლირებადი ატმოსფეროს სისტემები
Ices სამრეწველო ობიექტების მშენებლობა
Ices ტემპერატურული ფარდები
Ices სენდვიჩის ჯიხურები
Ices პოლიურეთანის სენდვიჩის პანელების წარმოება
Ices ენერგოეფექტური სახლების და კოტეჯების მშენებლობა
Ices სტელაჟები და სასაწყობე აქსესუარები
Ices საწყობები და ანგარები
Ices სამრეწველო, ინდუსტრიული იატაკები
Ices ბანანის დამწიფების ტექნოლოგია
Ices იზოთერმული კარები
Ices ავტოფარეხები, ავტოსამრეცხაოები, ავტობოქსები
Ices სამაცივრე სათავსოები და აგრეგატები
Ices ლითონის კონსტრუქციები
Ices სახლების გადახურვა

სამაცივრე სათავსოები და აგრეგატები

კომპანია ICES გთავაზობთ ნებისმიერი ზომისა და ტიპის სამაცივრე სათავსოების ადგილზე წარმოებას, რაც დროისა და ფინანსური რესურსების დაზოგვის ხარჯზე აბსოლუტურ უპირატესობას აძლევს კომპანიას იმპორტთან მიმართებაში. ხოლო თანამედროვე ტექნოლოგიები და კვალიფიცირებული სპეციალისტები, უზრუნველყოფს ხარისხის ყველაზე მკაცრი მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

სამაცივრე აგრეგატები

ICES წარმოადგენს მსოფლიოში სამაცივრე აგრეგატების ერთ–ერთი უმსხვილესი მწარმოებლის, Technoblock–ის და Zanotti -ის ოფიციალურ დილერს საქართველოში.

ინდუსტრიული მაცივრები

უკვე რამდენიმე წელია კომპანია ახორციელებს სხვადასხვა ტიპის სამაცივრე სათავსოების მშენებლობა-აღჭურვას, რაშიც უდიდესი და უნიკალური გამოცდილება დაგროვდა.
დღემდე ჩაბარებულია და შესრულების პროცესშია ათეულობით სხვადასხვა მოცულობისა და ტიპის ინდუსტრიული მაცივრები დაწყებული 5 000 ტონიანი საყინულე კომბინატიდან, დამთავრებული მცირე ზომის კამერა მაცივრებით.
კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სრულ სერვისს, რაც მოიცავს სამ ძირითად კომპონენტს:

  1. დამკვეთის ბიზნეს გეგმის შესაბამისად ობიექტის დაპროექტება და აგრეგატების საჭირო სიმძლევრეებისა და ტიპების განსაზღვრა
  2. ობიექტის მშენებლობა, აგრეგატების შესყიდვა, მონტაჟი და ექსპლუატაციაში გაშვება
  3. საგარანტიო და გარანტიის შემდგომი ტექნიკური მხარდაჭერა.

    დანიშნულების, ექსპლუატაციის ფორმისა და ზომების მიხედვით, სამაცივრე სათავსოები სხვადასხვა ტიპისაა, რის შესაბამისადაც ხდება სენდვიჩ პანელის სისქისა და ტიპის, იზოთერმული კარების, იატაკის ტიპის და სამაცივრე აგრეგატების შერჩევა.

    სამაცივრე სათავსოს ტიპები ზომების მიხედვით


  4. კამერა მაცივარი -კონტეინერის ტიპის მცირე ზომის სამაცივრე სათავსო
    1. არ ესაჭიროება კონსტრუქცია
    2. იატაკის ფუნქციას ასრულებს პოლიურეთანის სენდვიჩ პანელი SHT/PLW/150, რომლის შიდა მხარე კეთება ე.წ. ”პლაივუდისგან” (ნესტგამძლე ხის მასალა)
  5. სამაცივრე საწყობი -მოცულობითი სამაცივრე სათავსო, შიგნით სტელაჟების განთავსებისა და დამტვირთველი მანქანის მუშაობის შესაძლებლობით
    1. იქედან გამომდინარე, საწყობი შენობის გარეთ დგას, თუ არა, საჭირო ხდება გარკვეული ლითონკონსტრუქციის აგება.
    2. შენობის გარეთ მდგომ სამაცივრე საწყობს ესაჭიროება დამატებითი საწვიმარი გადახურვა
    3. იატაკი ეწყობა სპეციალური ფხვნილით დამუშავებული და მოპრიალებული ზედაპირის მქონე ბეტონით, რომლის სისქე, არმირების ხარისხი და თბოიზოლაციური ფენის ტიპი დამოკიდებულია პოტენციურ დატვირთვასა და მის ფუნქციაზე

სამაცივრე სათავსოები დანიშნულების მიხედვით სხვადასხვა ტიპისაა:

 

  1. სამაცივრე საწყობი - (-5/+5)C°, ან მეტი;
    1. პოლიურეთანის სენდვიჩ პანელები - 50 მმ, ან 80 მმ სისქის
    2. კარები - სამაცივრე იზოთერმული კარები ანჯამებზე ან გორგოლაჭებზე
  2. საყინულე საწყობი -18/-25
    1. პოლიურეთანის სენდვიჩ პანელები - 100 მმ, 120 მმ ან 150 მმ სისქის
    2. კარები - საყინულე იზოთერმული კარები ანჯამებზე ან გორგოლაჭებზე, სპეციალური გაყინვის საწინააღმდეგო სისტემით
  3. სწრაფგამყინავი სათავსო
    1. პოლიურეთანის სენდვიჩ პანელები - 150 მმ სისქის
    მაცივრები
კარები - საყინულე იზოთერმული კარები ანჯამებზე ან გორგოლაჭებზე, სპეციალური გაყინვის საწინააღმდეგო სისტემით

სამაცივრე სათავსოები

 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player