ICES Georgian English Russian

ICES ICES

Ices კონტროლირებადი ატმოსფეროს სისტემები
Ices სამრეწველო ობიექტების მშენებლობა
Ices ტემპერატურული ფარდები
Ices სენდვიჩის ჯიხურები
Ices პოლიურეთანის სენდვიჩის პანელების წარმოება
Ices ენერგოეფექტური სახლების და კოტეჯების მშენებლობა
Ices სტელაჟები და სასაწყობე აქსესუარები
Ices საწყობები და ანგარები
Ices სამრეწველო, ინდუსტრიული იატაკები
Ices ბანანის დამწიფების ტექნოლოგია
Ices იზოთერმული კარები
Ices ავტოფარეხები, ავტოსამრეცხაოები, ავტობოქსები
Ices სამაცივრე სათავსოები და აგრეგატები
Ices ლითონის კონსტრუქციები
Ices სახლების გადახურვა

ლითონის კონსტრუქციები

კომპანია ICES გთავაზობთ სხვადასხვა მოცულობისა და დატვირთვის რკინის კონსტრუქციებს. კონსტრუქციები მზადდება როგორც ადგილობრივი, ასევე იმპორტირებული მასალისაგან დამკვეთის ინტერესის შესაბამისად.

დღესდღეობით, მსოფლიო ტექნოლოგიის ლიდერები უპირატესობას სწორედ რკინის კონსტრუქციებს ანიჭებენ. ამ სისტემების გამოყენების არეალის გაზრდა  მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი სტრუქტურული ბაზისი  ზუსტ დაგეგმვას, მაღალ ხარისხს, უახლეს ტექნოლოგიებისა და სრულყოფილ სერვისს ეფუძნება.

რკინის სამშენებლო სისტემები და მისი ტექნოლოგიური უპირატესობები (დრო, გამძლეობა, მოქნილობა, ცვლილებები, განახლება, სპეციფიური არქიტექტურა და ა.შ.) მიზნად ისახავს მომხმარებლისათვის დასრულებული " Turnkey " შენობების მიწოდებას.

წარმოების დროს უზუსტობის გამორიცხვა და ისეთი ბრენდის შექმნა, რომელიც ეფუძნება უახლეს ტექნოლოგიებს, ორიენტირებულია საბოლოო მომხმარებელზე და შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, იქნება საფუძველი კიდევ ერთი წარმატებული კომპანიისა, რომელიც თავის კვალს დატოვებს სამშენებლო სექტორში.

რატომ რკინა?
მისი ძალა, სიცოცხლის ხანგრძლივობა და გამძლეობა შეუდარებელია.
დეტალურად

რკინა პრაქტიკულია...
მსუბუქი რკინის კონსტრუქცია სწრაფად აგებადი სამშენებლო სისტემაა.
დეტალურად

რკინა საიმედოა...
მსუბუქი რკინის კონსტრუქცია საიმედოა, რადგანაც მას აქვს საუკეთესო მახასიათებლები ყველა სტადიაში, დაწყებული ნედლეულიდან, სამუშაო მასალითა და მზა პროდუქტით დამთავრებული. სრულიად გამორიცხავს რისკებს, რომელიც, ჩვეულებრივ, ადამიანის შეცდომის გამო ხდება ნედლეულის მიწოდების, წარმოების თუ აწყობის პროცესში. ნედლეულის მიწოდება საიმედო წყაროებიდან ხდება, წარმოება სტანდარტების დაცვითა და კომპიუტერული კონტროლით მიმდინარეობს.
ძირითადი სტანდარდებისა და დადგენილი წესების დაცვა სისტემის უსაფრთხო გამოყენებას უზრუნველყოფს.
ეს არის მარტივად გასაგები და კონტროლირებადი სისტემა. რკინის კონსტრუქციის დადგენილი წესებითა და პროექტის მიხედვით აწყობა ზედმიწევნითი კონტროლის საშუალებას იძლევა.

რკინა ეკონომიურია...
მსუბუქი რკინის კონსტრუქცია ბევრად უფრო ეკონომიურია ტრადიციულ სამშენებლო ტექნოლოგიებთად შედარებით, რადგანაც რკინის კონსტრუქციის სამშენებლო ვადა მოკლეა და არ არის დამოკიდებული სეზონსა და კლიმატზე. თანხის ღირებულება, ასევე სახარჯე მასალა და საინვესტიციო ვადები მუდმივად იზრდება იმ მშენებლობების დროს, რომელიც ტრადიციული მასალების გამოყენებით მიმდინარეობს. რკინის სამშენებლო სისტემების შემთხვევაში მსგავსი საშიშროება არ არსებობს, შესაბამისად, ინვესტიციის ღირებულებაც უფრო დაბალია.
დეტალურად

რკინა ეკოლოგიურია...
რკინა გადამუშავებული მასალისაგან მიიღება, შესაბამისად, არ ხდება ბუნებრივი რესურსების დახარჯვა. დემონტაჟისა და გადატანის შესაძლებლობა მშენებლობას ეკოლოგიურად უსაფრთხო პროცესად აქცევს. რკინის თითოეული დეტალი ქვემდებარება დემონტაჟის შემდგომ განახლებასა და ხელახლა გამოყენებას. რკინის კონსტრუქცია არ საჭიროებს ხის კარკასს. ამ ყველაფერთად ერთად, რკინა  ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო მასალაა, თავისუფალია ტოქსიკური და ალერგიული ეფექტისგან.

რკინა ესთეტიურია...
მსუბუქი რკინის კონსტრუქცია კარგად ერგება როგორც თანამედროვე, ისე კლასიკურ არქიტექტურას და ესთეტიურობით გამოირჩევა. მომხმარებელს საოცარ კომფორტს უქმნის მრავალფეროვნება გარე და შიდა საფარის არჩევისას, ჰიგიენური მახასიათებლები, შენახვის, მოდიფიკაციისა და აღდგენის სიმარტივე.

რკინა - ეს გახლავთ ინტერიერისა და ექსტერიერის მაქსიმალური ესთეტიურობა, კომფორტი ტექნიკური და მასალების არჩევანის თვალსაზრისით.



ლითონის კონსტრუქციები რკინის კონსტრუქციები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player